
SABA Reader 1.0
Device: iOS Universal
Category: Books
Price: Free, Version: 1.0 (iTunes)

ლიტერატურული კონკურსის “საბას” არქივში დაგვიგროვდა ბოლო 10 წლის მანძილზე ქართულ ენაზე გამოცემული საუკეთესო წიგნები. გადავწყვიტეთ ისინი “ელექტრონული წიგნების სახლში” განვათავსოთ და ხელმისაწვდომი გავხადოთ მკითხველისთვის.ბიბლიოთეკის ვირტუალურ თაროებზე შეხვდებით კონკურსის სხვადასხვა წლების ნომინანტ და ლაურეატ ავტორთა წიგნებს. ასევე, ქართული თუ უცხოური კლასიკის შედევრებს და თანამედროვე ლიტერატურის ბესტსელერებს.თანამედროვე ციფრული მედიის განვითარება წიგნს, როგორც კაცობრიობის უმთავრეს საინფორმაციო მატარებელს, ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.მცირე ზომის ელექტრომკითხველებში 5000-მდე წიგნის შენახვაა შესაძლებელი, ამ რაოდენობის ნაბეჭდი წიგნებით ბიბლიოთეკის შექმნას ხშირად ერთი ადამიანის ცხოვრებაც არ ყოფნის. თანამედროვე ტექნოლოგიები კი საშუალებას იძლევა, მთელი თქვენი ბიბლიოთეკა ერთ პატარა ელექტრონულ მოწყობილობაში მოათავსოთ და თან ატაროთ.ჩვენი მიზანია თანამედროვე ქართულმა და არამარტო ქართულმა ლიტერატურამ შეაღწიოს ერთი შეხედვით უკვე ყოფით საგნებად ქცეულ ჩვენს ელექტრო-აქსესუარებში - ტელეფონებში, პირად კომპიუტერებში და პლანშეტებში...სასიამოვნო კითხვას გისურვებთ!
SABA Reader